„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

სერიალ “სამეფო კარის თამაშების” მსახიობმა ჰაფტორ ბიორნსონმა (პერსონაჟი “მთა”) პაუერლიფტინგში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

საერთაშორისო ტურნირში, რომელიც არნოლდ შვარცენეგერის სახელს (Arnold Strongman Classic 2018) ატარებს, ისლანდიელმა მსახიობმა 472 კილოგრამი წონის შტანგა აწია.

პაუერლიფტინგი – ეს არის ძალოსნური სამჭიდი და მისი ერთ-ერთი დისციპლინაა ფიცარნაგიდან შტანგის ატაცით მოშორება. სწორედ ამ სახეობაში დაამყარა რეკორდი ბიორნსონმა.