იტალიის ქალაქ სალერნოში, ბინის ძარცვის დროს ერთი ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Salerno Today ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაახლოებით ღამის სამ საათზე, კარაბინიერებმა ქუჩაში პატრულირებისას ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან საეჭვო მანქანა შენიშნეს.
სამართალდამცველებმა შენობის მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში სამი მძარცველი აღმოაჩინეს, რომლებიც სეიფის გატეხვას ცდილობდნენ.
მძარცველებს შორის ქართველის გარდა, ერთი იტალიელი და ერთი პოლონელი იყვნენ.
მძარცველებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ადგილზე კარაბინიერების დამატებითი ძალების მისვლის შემდეგ, სამივე მათგანი დააკავეს.