საფრანგეთში თანამემამულის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს
საფრანგეთში თანამემამულის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს

საფრანგეთში თანამემამულის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბულონ-სულ-მერში მოხდა.

ადგოლობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ 46 წლის ქართველი მძღოლი დააკავა, რომელსაც ბრალად 30 წლის თანამემამულის მკვლელობა ედება.

გამოძიების ცნობით, მკველელობა პორტის ტერიტორიაზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც დანით მიყენებული ჭრილობები აღმოაჩნდა, ქუჩაში იპოვეს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. თუმცა, როგორც მედიასაშუალბების ნაწილი წერს, ორ მამაკაცს შორის დაპირისპირება ღამის საათებში მოხდა.