გერმანიაში მაღაზიის ქურდობაში ბრალდებული ქართველი და აზერბაიჯანელი დააკავეს
გერმანიაში მაღაზიის ქურდობაში ბრალდებული ქართველი და აზერბაიჯანელი დააკავეს

გერმანიაში, მაღაზიიდან 6800 ევროს ღირებულების საქონლის ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი და აზერბაიჯანელი დააკავეს. როგორც მანჰაიმის პროკურატურისა და პოლიციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, 43 წლის ქალმა და 46 წლის მამაკაცმა სულ მცირე, ხუთჯერ გაძარცვეს ტანსაცმლის ძვირად ღირებული ბრენდებისა და პარფიუმერიის მაღაზია.

წყვილი დანაშაულის ადგილზე აიყვანეს. დანაშაული სათვალთვალო კამერებით დააფიქსირეს.

მაინცში მდებარე დაკავებულების ბინის ჩხრეკის დროს პოლიციამ მოპარული ნივთები ამოიღო. სასამართლომ ორივე დაკავებულის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ისინი სხვადასხვა საპატიმროში გადაიყვანეს.

გამოძიება იკვლევს, არის თუ არა წყვილი დაკავშირებული სხვა დანაშაულთანაც.