კანარის კუნძულებზე პასპორტის ფალსიფიცირებაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
კანარის კუნძულებზე პასპორტის ფალსიფიცირებაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

კანარის კუნძულებზე პასპორტის ფალსიფიცირებაში ეჭვმიტანილი 19 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ახალგაზრდა მამაკაცი ლანცაროტეს აეროპორტში აიყვანეს. მან სამართალდამცავებს სლოვაკეთის მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობა წარუდგინა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.

პოლიციის ცნობით, მოგვიანებით, ბარგის ჩხრეკისას საქართველოს მოქალაქის პასპორტი აღმოაჩინეს. გამოძიების ცნობით, მამაკაცი ყალბი პასპორტით დუბლინში აპირებდა წასვლას.

მამაკაცმა ესპანეთის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი ვერ წარადგინა, ამიტომ ის პოლიციამ დააკავა.