სახელმწიფო არქივების ღიაობის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
სახელმწიფო არქივების ღიაობის თემაზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებას 20-მდე ქვეყნიდან შესაბამისი სფეროს
შეხვედრას არქივების ექსპერტები 20-მდე ქვეყნიდან ესწრებიან.
კონფერენციის მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ გამოცდილების გაზიარება და IDFI-ის მიერ შემუშავებული არქივების ღიაობის შეფასების მეთოდოლოგიის განხილვა. მეთოდოლოგია საშუალებას მისცემს სახელმწიფო არქივებს უკეთ დაინახონ პრობლემები, რომლებიც საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ზღუდავს.
კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„კონფერენცია სახელმწიფო არქივების გახსნილობის ხარისხს ეძღვნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაზე განხილული თემები. ეს ყველა ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელია, არქივების გახსნა ყველა ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, საქართველო ამ მიმართულებით მოწინავე პოზიციაზეა. ჩვენ ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ მოვახერხეთ გასაიდუმლოებული ინფორმაციების გასაჯაროება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გახსნილობის პროგრამის ფარგლებში გარკვეული მასალები ინტერნეტ სივრცეშიც მოვათავსეთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორმა, ომარ თუშურაშვილმა.