გაერო-ს ჟენევის ოფისმა სალომე ზურაბიშვილს გაერო-სთან საქართველოს მიმოწერის გაციფრულებული არქივის ფოტოასლები გადასცა
გაერო-ს ჟენევის ოფისმა სალომე ზურაბიშვილს გაერო-სთან საქართველოს მიმოწერის გაციფრულებული არქივის ფოტოასლები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორს, მიხაელ მიოლერს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხაელ მიოლერმა სალომე ზურაბიშვილს განსაკუთრებული საჩუქარი გადასცა გაერო-ს ბიბლიოთეკიდან – საქართველოს გაერო-სთან მიმოწერის გაციფრულებული არქივის ფოტოასლები.

ჟენევაში გაერო-ს გენერალური მდივნის აპარატის უფროსის, დავით ჩიკვაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალიან საინტერესო, დრამატული მიმოწერა და დოკუმენტები საქართველოს ჰქონდეს.

შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მიხაელ მიოლერს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ და მხარეებმა განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნები.

დატოვე კომენტარი