ეროვნული არქივის გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურაზე იუსტიციის მინისტრმა დღეს პარლამენტში ისაუბრა
ეროვნული არქივის გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურაზე იუსტიციის მინისტრმა დღეს პარლამენტში ისაუბრა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გაუმჯობესებულ საარქივო ინფრასტრუქტურაზე დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა.

„მიმდინარეობს არქივის გაციფრულება და ახალი ინფრასტრუქტურული განახლება. კერძოდ, დაიწყო არქივის რეგიონული შენობის მშენებლობა გორში, ასევე დუშეთში მცხეთა-მთიანეთის არქივის ახალი შენობის პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს. წლის ბოლომდე კი დასრულდება ხაშურის არქივის შენობის რეაბილიტაცია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.