საგარეო უწყება - საქართველომ თანასპონსორობა გაუწია გაერო-ს რეზოლუციას, რომელსაც რუსეთმა ვეტო დაადო, კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას უკრაინელ მეგობრებს ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით
საგარეო უწყება - საქართველომ თანასპონსორობა გაუწია გაერო-ს რეზოლუციას, რომელსაც რუსეთმა ვეტო დაადო, კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას უკრაინელ მეგობრებს ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველომ, 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, თანასპონსორობა გაუწია გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელსაც რუსეთმა ვეტო დაადო. აღნიშნული საკითხი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში გადაინაცვლებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით,“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.