აშშ-მა ვეტო დაადო გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდებისთვის ჰუმანიტარულ პაუზას ითვალისწინებდა
აშშ-მა ვეტო დაადო გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდებისთვის ჰუმანიტარულ პაუზას ითვალისწინებდა

აშშ-მა ვეტო დაადო გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდებისთვის ჰუმანიტარულ პაუზას ითვალისწინებდა.

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ლინდა ტომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ მეტი დროა საჭირო ადგილზე დიპლომატიის განსახორციელებლად.

ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აშშ იმედგაცრუებულია, რომ რეზოლუციაში, რომელიც ასევე მოითხოვდა მძევლების გათავისუფლებას და დაგმო ტერორიზმისა და ძალადობის აქტები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, არ იყო ნახსენები ისრაელის თავდაცვის უფლება.

Human Rights Watch-ის დირექტორმა, ლუი შარბონომ დაგმო აშშ-ის ვეტო, რომელიც, მისი თქმით, მოხდა „უპრეცედენტო ხოცვა-ჟლეტის დროს“.

„ამით მათ დაბლოკეს ის მოთხოვნები, რომლებსაც ასე ხშირად დაჟინებით ამტკიცებენ სხვა კონტექსტში: ყველა მხარე დაემორჩილოს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და უზრუნველყოს, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარული დახმარება და აუცილებელი სერვისები მივიდეს გაჭირვებულ ადამიანებამდე“, – განაცხადა ლუი შარბონომ.