გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ჩინეთმა აშშ ერთობლივი განცხადების ორჯერ დაბლოკვისთვის გააკრიტიკა
გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ჩინეთმა აშშ ერთობლივი განცხადების ორჯერ დაბლოკვისთვის გააკრიტიკა

გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ჩინეთმა აშშ ერთობლივი განცხადების ორჯერ დაბლოკვისთვის გააკრიტიკა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ თქვა, რომ საბჭოს ერთობლივი განცხადებები მიმდინარე ძალადობის გამო აკრიტიკებს როგორც ისრაელს, ასევე პალესტინელებს და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.

„სამწუხაროდ, ერთი ქვეყნის ხელის შეშლის გამო, უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ერთხმად საუბარი. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, აიღოს თავისი ორმაგი პასუხისმგებლობა, დაიკავოს სამართლიანი პოზიცია და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მხარი დაუჭიროს უსაფრთხოების საბჭოს სიტუაციის განმუხტვაში“, – განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა.