საგარეო უწყება – საქართველომ თანასპონსორობა გაუწია გაერო-ს რეზოლუციას, რომელსაც რუსეთმა ვეტო დაადო, კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას უკრაინელ მეგობრებს ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს.
„საქართველომ, 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, თანასპონსორობა გაუწია გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელსაც რუსეთმა ვეტო დაადო. აღნიშნული საკითხი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში გადაინაცვლებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით,“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
Georgia 🇬🇪, along with 80 other states, co-sponsored the #UNSC resolution, which was vetoed by Russia 🇷🇺. The issue will move to UNGA.
We reiterate full support to our 🇺🇦 friends at all the possible international platforms. We #StandWithUkraine.— MFA of Georgia (@MFAgovge) February 26, 2022