საფრანგეთში მორიგი სკანდალია - „ლანსისა“ და „ლილის“ მატჩში გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი ტური მიმდინარეობს. „ლანსისა“ და „ლილის“ მატჩის შესვენებაზე გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ და ჩხუბი მოაწყვეს.
თავდაპირველად, ფანებმა ტრიბუნებზე დაიწყეს სიტყვიერად ერთმანეთის შეურაცხყოფა, შემდეგ სტუმარი გუნდის გულშემატკივრები შევარდნენ მინდორზე და გაემართნენ მასპინძელთა სექტორისკენ, რის შედეგადაც გულშემატკივრებს შორის ჩხუბი ატყდა.
აღსანიშნავია, რომ ტრავმები მიიღეს სტადიონის თანამშრომლებმა და პოლიციამ. თამაშის ორგანიზატორებმა ჯერ გაურკვეველი ვადით გადადეს მეორე ტაიმის დასაწყისი, შემდეგ კი მიიღეს მატჩის გაგრძელების გადაწყვეტილება და გუნდები მოედანზე დააბრუნეს.