„ნანტი“ მთავარმა მწვრთნელმა დატოვა #1TVSPORT
„ნანტი“ მთავარმა მწვრთნელმა დატოვა #1TVSPORT

„ნანტმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა, – იუწყება ფრანგული საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური.

„„ნანტი“ წყვეტს პიერ არისტუისა და მის სამწვრთნელო შტაბთან თანამშრომლობას. დღის განმავლობაში ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას გამოვაცხადებთ. „ნანტი“ მადლობას უხდის პიერ არისტუისა და მის თანაშემწეებს გაწეული სამსახურისა და ტალანტისთვის, რომელიც კლუბს გამოადგა. მათი დახმარებით გუნდმა ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება მოახერხა“, – ვკითხულობთ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიმდინარე სეზონში „ნანტი“ საფრანგეთის ჩემპიონატში მე-11 ადგილზე იმყოფება. პიერ არისტუის ახლა უკვე ყოფილმა შეგირდებმა ბოლო ოთხ მატჩში სამი მარცხი იწვნიეს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დაასრულეს და 43 წლის სპეციალისტის დათხოვნის მიზეზად პრესაში სწორედ ეს წარუმატებელი სერია სახელდება.