„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 18 წლის მცველი 62 მილიონ ევროდ შეიძინა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 18 წლის მცველი 62 მილიონ ევროდ შეიძინა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „ლილის“ ცენტრალური მცველის, ლენი იოროს ტრანსფერის შესახებ.

ინგლისურმა კლუბმა 18 წლის ფრანგ მცველში 62 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

„ასეთი ტრანსფერი კარიერის ასეთ ადრეულ ეტაპზე – დაუჯერებელი პატივია. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ პირველი საუბრისას მათ წარმომიდგინეს მკაფიო გეგმა, თუ როგორ დავეხმარები კლუბის შთამბეჭდავ პროექტს. მათ ილაპარაკეს ჩემთან და ჩემს ოჯახთან. მოუთმენლად ველოდები სამუშაოს დაწყებას“, – ასეთი იყო იოროს პირველი სიტყვები კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

ეს არის ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეორე ტრანსფერი. მანამდე ინგლისურმა კლუბმა „ბოლონიიდან“ ფორვარდი ჯოშუა ზირკზე შეიძინა.

გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, იოროს შეძენა არ ნიშნავს იმას, რომ „იუნაიტედი“ უარს ამბობს „ბაიერნის“ ცენტრალური მცველის, მატეის დე ლიგტის შეძენაზე.