დუდა სანაძე – საბერძნეთში მხოლოდ გამარჯვებისთვის მივდივართ #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 26 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს საბერძნეთში გამართავს. 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.
ამ შეხვედრების მნიშვნელობაზე ნაკრების უკანახაზელმა დუდა სანაძემ ისაუბრა:
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის. თუ საბერძნეთს მოვუგეთ, სამ დღეში პორტუგალიასთან გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ნაადრევად ვინაღდებთ. ხოლო საბერძნეთთან წაგების შემთხვევაში 29-ში პორტუგალიასთან აუცილებლად მოსაგები თამაში გვექნება, რომ თებერვლის ფანჯარაში მიზანს საბოლოოდ მივაღწიოთ.
გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელშვილის არყოფნა ძალიან დიდი დანაკლისია, თუმცა საბერძნეთში მხოლოდ ერთი მიზნისთვის მივდივართ – გამარჯვებისთვის.
რაც შეეხება კაპიტანს, უკვე მივეჩვიეთ თორნიკე შენგელიას გმირობებს. ახლაც ჯერ ევროლიგაზე ითამაშებს, შემდეგ ათენში გადმოფრინდება და საბერძნეთთან დაგვეხმარება. ეს სასწაულის ტოლფასია. ბიჭებსაც მეტ მოტივაციას გვაძლევს“.