საფეხბურთო კლუბმა, „ლიონმა“ მთავარი მწვრთნელი ფაბიო გროსო დაითხოვა, – ინფორმაციას ფრანგული გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.
„მიმდინარე შედეგებისა და შექმნილი სიტუაციის ღრმა ანალიზის შემდეგ, იმის გამო, რომ გუნდი ლიგა 1-ში მე-18 ადგილს იკავებს, გადაწყდა, გავაუქმოთ ხელშეკრულება ფაბიო გროსოსა და მის თანაშემწეებთან. „ლიონს“ სურს, მადლობა გადაუხადოს ფაბიო გროსოსა და მის სამწვრთნელო შტაბს გუნდში გაწეული სამსახურისთვის“, – წერია ფრანგული კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ლიონმა“ 12 შეხვედრა გამართა და ფაბიო გროსოს შეგირდებმა მხოლოდ ერთი მატჩის მოგება შეძლეს.