ედენ აზარმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ედენ აზარმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მოთამაშემ, 32 წლის ედენ აზარმა ფეხბურთელის კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

„16-წლიანი კარიერისა და 700-მეტი მატჩის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ფეხბურთიდან წავიდე. ამ პერიოდის განმავლობაში მე გავიცანი შესანიშნავი ადამიანები – მენეჯერები, მწვრთნელები, ფეხბურთელები. დიდი მადლობა, მსურს, გადავუხადო ჩემს ყოფილ კლუბებს – „ლილს“, „ჩელსის“, „რეალს“ და, რა თქმა უნდა, ბელგიის ეროვნულ გუნდს.

განსაკუთრებული მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, ფანებს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში მგულშემატკივრობდნენ – მათ მხარდაჭერას ვგრძნობდი ყველა ქვეყანაში, სადაც მითამაშია. ახლა მოვიდა დრო, რომ უახლოესი ადამიანების გარემოცვით დავტკბე. ისევ შევხვდებით, მაგრამ უკვე მოედნის გარეთ“, – წერს ედენ აზარი.