ფინეთი 83 - 90 საქართველო

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამარჯვება ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევ ეტაპზე. ჩვენმა ნაკრებმა ფინეთი 90:83 დაამარცხა. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველ წუთებზე ფინელები 7:0 დაწინაურდნენ და მას მერე 30-მა წუთმა ისე ჩაიარა, რომ საქართველოს ნაკრები წინ ვერ გავიდა. მეოთხე პერიოდის დაწყებამდე ფინელები 63:62-ს იგებდნენ, თუმცა, გადამწყვეტი მეოთხედის დასაწყისში თორნიკე შენგელიამ ნაკრებს 10-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. საფინალო ანგარიში გიორგი შერმადინმა დააფიქსირა – 90:83. საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ამერიკელ კამარ ბოლდუინს, რომელმაც გამთამაშებლის პოზიციაზე შედეგიანი მატჩი გამართა. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში სერბეთის ნაკრებმა დანია სტუმრად 72:52 დაამარცხა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 ნოემბერს, თბილისში, ისევ ფინეთთან გამართავს. გადამწყვეტი ორი ტური კი თებერვალში გაიმართება. საქართველო დანიას უმასპინძლებს და სერბეთს ესტუმრება.