17 წლის ეტან მბაპე „ლილის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

23:18, 04.07.2024

ფრანგულმა „ლილმა“ გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ 17 წლის ნახევარმცველთან ეტან მბაპესთან, რომელიც მადრიდის „რეალის“ ფორვარდის კილიან მბაპეს ძმაა. უმცროსი მბაპეს ხელშეკრულება ახალ კლუბთან სამწლიანია.

„ლილში“ გადასვლამდე ეტან მბაპე „პარი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდელ გუნდებში თამაშობდა და რამდენჯერმე პირველ გუნდში გამოჩნდა. გასულ სეზონში მან 35 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რვა გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი