ფრანგულმა „ლილმა“ გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ 17 წლის ნახევარმცველთან ეტან მბაპესთან, რომელიც მადრიდის „რეალის“ ფორვარდის კილიან მბაპეს ძმაა. უმცროსი მბაპეს ხელშეკრულება ახალ კლუბთან სამწლიანია.
„ლილში“ გადასვლამდე ეტან მბაპე „პარი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდელ გუნდებში თამაშობდა და რამდენჯერმე პირველ გუნდში გამოჩნდა. გასულ სეზონში მან 35 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რვა გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.