მბაპე საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
მბაპე საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე საფრანგეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ მატჩს გამოტოვებს, რომელსაც პარიზული კლუბი „კლერმონის“ წინააღმდეგ გამართავს.

23 წლის ფეხბურთელს მცირე ტრავმა აწუხებს და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი, შესაძლოა, „ბარსელონაში“ გადასულიყო, მაგრამ საბოლოოდ, კილიან მბაპემ პარიზში დარჩენა გადაწყვიტა და „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.