უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი – დომინიკ სობოსლაი სათამაშოდ მზად არის #1TVSPORT

22:57, 13.11.2026

თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ დაადასტურა, რომ „ლივერპულის“ ვარსკვლავი დომინიკ სობოსლაი საქართველოს ნაკრებთან ითამაშებს.

სააგენტო MTI-ს კითხვაზე, რომელიც დომინიკ სობოსლაის, მილოშ კერკეზისა და ბენდეგუზ ბოლას ფიზიკურ მდგომარეობას ეხებოდა, მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა:

„ისინი სათამაშოდ მზად არიან. მცირე ტრავმები დამირ რეძიჩსა და დანიელ ლუკაჩს ​აწუხებთ, რის გამოც მათ არ უვარჯიშიათ და, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებენ“, – განაცხადა როსიმ.

სობოსლაიმ უნგრეთის ნაკრებთან ერთად ბუდაპეშტში და თბილისშიც მუხლზე სპეციალური სახვევით ივარჯიშა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ჯერ სრულ მზადყოფნაში არ არის.

მსგავსი