ოფიციალურად მაურისიო პოჩეტინო „მანჩესტერ იუნაიტედს“ 18 ნოემბრიდან გაწვრთნის #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო გახდება.
54 წლის მწვრთნელი ინგლისურ კლუბთან 2.5-წლიანი კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2029 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. პოჩეტინო „მანჩესტერ იუნაიტედში“ მაიკლ კერიკს შეცვლის, რომელიც კლუბმა 12 ნოემბერს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.
არგენტინელი ამჟამად აშშ-ის ნაკრებს ხელმძღვანელობს. ის გუნდს ჰაიტის წინააღმდეგ გასამართ ორ შეხვედრაში გაუძღვება, რის შემდეგაც მანჩესტერში ჩავა და ახალ კლუბში მუშაობას 18 ნოემბრიდან დაიწყებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბი პოჩეტინოს კონტრაქტის გამოსასყიდად აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციას დაახლოებით 7 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდის. არგენტინელი სპეციალისტის დებიუტი 22 ნოემბერს, „ლივერპულის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში იგეგმება.
პოჩეტინოს კარიერის განმავლობაში „ესპანიოლში“, „საუთჰემპტონში“, „ტოტენჰემში“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსიში“ უმუშავია.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ რვა ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება.