პაულო ფონსეკამ „მილანის“ გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა #1TVSPORT
პაულო ფონსეკამ „მილანის“ გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა #1TVSPORT

ფრანგული „ლილის“ მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა, დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ „მილანს“ ჩაუდგება სათავეში.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, მწვრთნელმა უკვე მისცა თანხმობა იტალიურ კლუბს.

სავარაუდოდ, მხარეებს შორის გაფორმდება კონტრაქტი, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

ფონსეკა „ლილში“ 2022 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.