გიორგი მიქაუტაძე - მზად ვარ, კვირას „ტულუზასთან“ 90 წუთი ვითამაშო, თამაში ძალიან მომენატრა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - მზად ვარ, კვირას „ტულუზასთან“ 90 წუთი ვითამაშო, თამაში ძალიან მომენატრა #1TVSPORT

„ამსტერდამში, „აიაქსის“ სკამზე გატარებული რამდენიმე რთული თვის შემდეგ მეფე ჯორჯი მზად არის, „სენტ-სიმფორიენზე“ კვირას „ტულუზას“ წინააღმდეგ ითამაშოს“, – ასე იწყება „მეცის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებას მიეძღვნა.

„გასული წლის აგვისტოში, ამსტერდამის „აიაქსში“ წასვლის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე ფიქრობდა, რომ კარიერაში ნაბიჯს წინ დგამდა. როგორი იმედგაცრუებაა, როცა ქართველი თავდამსხმელი გარედან უმწეოდ უყურებდა თავისი ახალი კლუბის დაცემას, რომელიც მარცხების სერიას განიცდიდა.

გუნდის ყოფილი სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი დაჟინებით მოითხოვდა მის თამაშს (რომელშიც გადაიხადეს 16 მილიონი + 3 მილიონი ევრო), მაგრამ „აიაქსის“ ყოფილი მწვრთნელი მიქაუტაძეს უგულებელყოფდა:

„ეს რთული პერიოდი იყო. კონკურენციის არ მეშინოდა და მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, რისი გაკეთება შემეძლო, მაგრამ როცა შესაძლებლობა არ გეძლევა, თავს ვერ წარმოაჩენ“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

მან ამსტერდამში მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა, მათგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამი შეხვედრა დაიწყო და სტატისტიკაში ერთი გოლიც არ ჩაუწერია, რადგან კედელთან მიყენებული აღმოჩნდა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საუკეთესო წვნიანს ძველ ჭურჭელში ამზადებენ. ქართველი კი სახლში დაბრუნდა – „მეცში“ მას მშვენივრად იცნობენ და იციან, რა შეუძლია.

„მეცის“ გულშემატკივრებმა არ უნდა ინერვიულონ: მეფე ჯორჯი თავის საყვარელი კლუბში ბრძოლებისთვის მზადაა. გუნდის10 ნომერი ამბობს, რომ ფორმა არ დაუკარგავს: „თავს კარგად ვგრძნობ, რადგან ამსტერდამში ინტენსიურად ვვარჯიშობდი და რიტმი არ დამიკარგავს. მე მხოლოდ ერთი რამ მინდა: კვირას მოედანზე გავიდე და მზად ვარ, 90 წუთი ვითამაშო. თამაში ძალიან მომენატრა“, – წერს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბის ვებგვერდი.