რენატუ სანჩეში „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
რენატუ სანჩეში „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

რენატუ სანჩეში „ლილის“ დატოვებს და პსჟ-ს რიგებს შეუერთდება, – იუწყება L’Équipe.

გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის ჩემპიონს ფეხბურთელში 15 მილიონი ევრო დაუჯდება. აღნიშნავენ, რომ სანჩეშის ტრანსფერით „მილანიც“ არის დაინტერესებული და უფრო დიდი თანხასაც იხდის, მაგრამ თავად ფეხბურთელს სწორედ „პარი სენ-ჟერმენში“ სურს თამაში.

სანჩეში „ლილიში“ „ბაიერნიდან“ 2019 წელს გადავიდა. გასულ სეზონში პორტუგალიელმა „ლილის“ შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.