საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - მთავრობამ ყვითელჟილეტიანთა მოთხოვნების საპასუხოდ გადასახადები უნდა შეამციროს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - მთავრობამ ყვითელჟილეტიანთა მოთხოვნების საპასუხოდ გადასახადები უნდა შეამციროს

საფრანგეთის მთავრობამ ყვითელჟილეტიანების მოთხოვნების საპასუხოდ გადასახადები უნდა შეამციროს, – ეს განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა გააკეთა.

პრემიერმა სამთვიანი ეროვნული დებატების შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც აქციების საპასუხოდ პრეზიდენტის მოთხოვნით დაიწყო.

„დებატებმა ნათლად დაგვანახა, რა გზა უნდა ავირჩიოთ. უნდა შევამციროთ გადასახადები, რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

„დიდი ეროვნული დებატები“ მთელი ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა ჯგუფთან 10 000 შეხვედრას
მოიცავდა.

„ჩვენ მივედით იმ წერტილამდე, სადაც ყოყმანი უფრო დიდი შეცდომა იქნება, ვიდრე თავად შეცდომის დაშვება. ეს იქნება შეურაცხყოფა. ცვლილებების საჭიროება იმდენად დიდი და რადიკალურია, რომ ნებისმიერი კონსერვატიზმი, სისუსტე უპატიებელი იქნება“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახალ საგადასახადო პოლიტიკას საზოგადოებას თვის შუა რიცხვებში წარუდგენს.