კვირას ლე-კასტელიეს ავტოდრომზე ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მერვე ეტაპი – საფრანგეთის გრანპრი გაიმართება.
შაბათს კვალიფიკაცია შედგა, რომელიც „მერსედესის“ ტრიუმფით დასრულდა – პირველი ორი პოზიციიდან აიღებენ სტარტს ლუის ჰემილტონი და ვალტერი ბოტასი. მესამე სასტარტო ადგილი ექნება „ფერარის“ პილოტს სებასტიან ფეტელს. შემდეგ მოდიან „რედ ბულის“ პილოტები – მაქს ფერსტაპენი და დანიელ რიკარდო.
შეგახსენებთ, რომ შვიდი ეტაპის შემდეგ, ჩემპიონატის 121 ქულით ფეტელი ლიდერობს. ლუის ჰემილტონს 120 ქულა აქვს.