ლუის ჰემილტონმა იაპონიის გრანპრი მოიგო და თითქმის ხუთგზის ჩემპიონია
SUZUKA, JAPAN - OCTOBER 07: Lewis Hamilton of Great Britain and Mercedes GP prepares to drive on the grid before the Formula One Grand Prix of Japan at Suzuka Circuit on October 7, 2018 in Suzuka. (Photo by Mark Thompson/Getty Images)
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ლუის ჰემილტონმა, ფორმულა 1-ის ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარა – იაპონიის „სუზუკას“ ტრასაზე ბრიტანელმა ძალიან იოლად მოახერხა კარიერაში 71-ე და სეზონში მეცხრე ეტაპის მოგება.
„მერსედესის“ პილოტმა პოულიდან აიღო სტარტი და მთელი 53 წრის განმავლობაში ლიდერობდა. ჰემილტონის ტემპს ვერ გაუძლო მისმა თანაგუნდელმა ვალტერი ბოტასმა და საბოლოოდ, ფინიშზე ლუისის უპირატესობამ 12.9 წამი შეადგინა.
იაპონიაში „ფერარის“ ლიდერის, სებასტიან ფეტელის ჩავარდნის შემდეგ, ჰემილტონმა ჩემპიონატში უპირატესობა 50-დან 67-მდე გაზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორი კვირის შემდეგ, აშშ-ის გრანპრიზე ჩემპიონობის გასანაღლებლად, ბრიტანელს ფეტელზე რვა ქულით მეტის დაგროვება სჭირდება. სულ ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ეტაპია დარჩენილი.