ფერნანდო ალონსომ ინდიკარში გადასვლაზე მიანიშნა
ფერნანდო ალონსომ ინდიკარში გადასვლაზე მიანიშნა

„მაკლარენის“ პილოტმა ფერნანდო ალონსომ, თავის მენეჯერებთან ერთად, ესპანეთში ამერიკული სარბოლო სერიის, IndyCar-ის 2019 წლის სეზონის ტრანსლიაციის უფლება შეიძინა, – ამტკიცებს F1i.

ეს ირიბად ადასტურებს იმას, რომ ესპანელი მომავალ სეზონში ამ ამერიკულ სერიაში საკუთარი თავის გამოცდას აპირებს. ადრე მან განაცხადა, რომ ფორმულა 1-ს 2018 წლის სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

ალონსოს IndyCar-ში კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს. ყველაზე სავარაუდოა მისი გამოსვლა „მაკლარენის“ ან „ანდრეტის“ ბრენდით.