კორინთიანსმა აირტონ სენას პატივცემის ნიშნად სათამაშო ფორმა გამოუშვა
კორინთიანსმა აირტონ სენას პატივცემის ნიშნად სათამაშო ფორმა გამოუშვა

ბრაზილიურმა კლუბმა „კორინთიანსმა“  სათამაშო ფორმის მესამე კომპლექტი წარმოადგინა, რომელიც ფორმულა 1-ის ლეგენდარულ პილოტს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ბრაზილეიელ – აირტონ სენას ეძღვნება.

ფორმის დიზაინერებისთვის ინსპირაცია „ლოტუსის“ ბოლიდი იყო, რომლითაც სენა გამოდიოდა. პირველი ტიტული სენამ ზუსტად 30 წლის წინ მოიგო.
შავ მაისურზე დატანილია 41 ოქროს ძაფი – ეს არის აირტონ სენას გამარჯვებების რაოდენობა. მკერდზე პილოტის ავტოგრაფია.

ამ ფორმით „კორინთიანსი“ 6 ოქტომბერს, “ფლამენგოს” შეხვდება.

აირტონ სენა 1994 წელს, სან მარინოს გრანპრიზე მომხდარი ავარიისას დაიღუპა. ის „კორინთიანსის“ გულშემატკივარი იყო.