მიკ შუმახერი - ფორმულა 1 ჯერ ადრეა
მიკ შუმახერი - ფორმულა 1 ჯერ ადრეა

გერმანელმა პილოტმა – მიკ შუმახერმა, ფორმულა 3-ში, საჩემპიონო ტიტული  მოიგო და შეეძლო უკვე მომდევნო სეზონში – ფორმულა 1-ში დებიუტი ჰქონოდა, მაგრამ ამ სერიის შვიდგზის ჩემპიონის – მიხაელ შუმახერის ვაჟი და მისი მენეჯერები, უპირატესობას თანდათანობით პროგრესს ანიჭებენ.

„ცხადია, რომ შემეძლო  ფორმულა 1-ში ძალები, უკვე შემდეგ სეზონში მეცადა. ეს სერია ჩემს მთავარ მიზნად რჩება, მაგრამ აქამდე ჯერ ძალიან შორია. იმისთვის, რომ დებიუტისთვის 100 პროცენტით იყო მზად, მნიშვნელოვანია გაიარო ფორმულას სხვა სერიები და მიიღო სრულფასოვანი სარბოლო მომზადება“ – ამბობს უმცროსი შუმახერი.