საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო გარდაიცვალა
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო გარდაიცვალა.
„როიტერის“ ინფორმაციით, გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 72 წლის ამანო გადადგომას აპირებდა.
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს იუკია ამანო 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა. მას თანამდებობაზე ყოფნის მესამე ოთხწლიანი ვადა კი 2021 წლის 30 ნოემბერს ეწურებოდა.
ამანოს შემცვლელებზე ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა სავარაუდო შემცვლელებად საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში არგენტინის ელჩს, რაფაელ გროსის და სააგენტოს უფროს კოორდინატორს, რუმინელ კორნელ ფერუტას ასახელებენ.