ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ავარიულ რეჟიმზე მუშაობს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ავარიულ რეჟიმზე მუშაობს

ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ავარიულ რეჟიმზე მუშაობს, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.

გროსის თქმით, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური უკვე მეექვსედ მუშაობს ავარიული დიზელის გენერატორებით.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ადგილზე არის საკმარისი დიზელი გენერატორების 15 დღის მუშაობისთვის.

„რას ვაკეთებთ? როგორ შეგვიძლია, დავსხდეთ ამ დილით აქ, ამ ოთახში და დავუშვათ ეს? ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. გაოგნებული ვარ თვითკმაყოფილებით. დიახ, თვითკმაყოფილებით. რას ვაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს? ჩვენ ვართ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ბირთვულ უსაფრთხოებაზე ყოველ ჯერზე, როცა კამათელს ვაგორებთ და თუ დავუშვებთ ამას დროდადრო გაგრძელდეს, მაშინ ერთ დღეს ჩვენი იღბალი ამოიწურება. მოვუწოდებ ყველას და ყველგან, ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ სადგურის უსაფრთხოება. ჩვენ გვჭირდება მოქმედება. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს. გავაგრძელებ სასწრაფო კონსულტაციებს და კონტაქტებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასაცავად“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.