ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო – ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის უკრაინის ელექტროქსელთან კავშირი აღდგა

02:20, 26.08.2022

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის უკრაინის ელექტროქსელთან კავშირი აღდგა, -ამის შესახებ განცხადება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში გააკეთეს.

სააგენტოში განაცხადეს, რომ უკრაინის ინფორმაციით, ატომური სადგური დღის განმავლობაში სულ მცირე ორჯერ გამოირთო ქსელიდან, თუმცა ახლა ის ისევ მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ატომური სადგური კვლავაც მიერთებულია ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურთან, რომელსაც სარეზერვო ელექტროენერგიის უზრუნველყოფა შეუძლია.

მსგავსი