ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია ზაპოროჟიეში გაემგზავრა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია ზაპოროჟიეში გაემგზავრა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია ზაპოროჟიეში გაემგზავრა. ამის შესახებ სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი სოციალური ქსელის მეშვეობით იუწყება.

„ეს დღე დადგა, სარეთაშორისო ატომური სააგენტოს მხარდაჭერისა და დახმარების მისია ზაპოროჟიესკენ მიემართება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინასა და ევროპაში ყველაზე დიდი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. ვამაყობ, რომ ვხელმძღვანელობ ამ მისიას, რომელიც ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე მოგვიანებით, ამ კვირაში შედგება“, – წერს რაფაელ გროსი.

როგორც ნიუ-იორკ თაიმსი წერს, დელეგაცია „ნეიტრალური ქვეყნებიდან“ 13 ექსპერტისგან შედგება. მედიის ცნობით, მასში არ ფიგურირებენ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები.