საბა კვირკველიას ტრანსფერი რვა მილიონ ევროდ შეფასდა
საბა კვირკველიას ტრანსფერი რვა მილიონ ევროდ შეფასდა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი საბა კვირკველია წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ახლა კი მისი სატრანსფერო ფასი მკვეთრად გაიზარდა.

გერმანულმა ინტერნეტსააგენტოტრანსფერმარკტმა” მონაცემები განაახლა და საბა კვირკველიას შეფასება 2,2 მილიონი ევროთი გაზარდა. საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველის გრაფაში 5,8 მილიონი ნაცვლად, 8 მილიონი წერია. ბოლო 10 წელიწადში, არც ერთ ქართველ ფეხბურთელს მსგავსი შეფასება არ ჰქონია.

მესამე წელია, რაც საბა კვირკველია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია. ის უახლოეს მდევარს, ბელგიური “გენტის” შემტევს, გიორგი ჩაკვეტაძეს (3,0 მილიონი) საგრძნობლად უსწრებს. მესამე-მეოთხე ადგილებს 2,5-2,5 მილიონად შეფასებული გურამ კაშია (არნემის ”ვიტესი”) და ვალერი ყაზაიშვილი (“სან-ხოსე”) ინაწილებენ.