რუსეთის პრემიერლიგაში ჩემპიონი გამოვლინდა. ჩემპიონატის 29-ე ტურში საბა კვირკველიას “ლოკომოტივმა” საკუთარ მოედანზე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” 1:0 დაამარცხა და მიუღწეველი გახდა მთავარი კონკურენტისთვის – მოსკოვის “სპარტაკისთვის”.
გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე პორტუგალიელმა ედერმა გაიტანა. ეს ის ფეხბურთელია, რომელმაც ევრო 2016-ის ფინალის დამატებით დროში გამარჯვების გოლი გაუტანა საფრანგეთს.
“ლოკომოტივი” და მისი მთავარი მწვრთნელი იური სიომინი მესამედ გახდნენ რუსეთის ჩემპიონები. წინა ორი ტრიუმფი 2002 და 2004 წლებით თარიღდება.