მიხეილ ჯანელიძე - სააკაშვილის საკითხზე უკრაინის საგარეო უწყებასთან კომუნიკაცია არ ყოფილა
“საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობა ამ საკითხში შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით და შესაბამისად, ყველა კომუნიკაცია, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, არსებობს შესაბამის უწყებებს შორის”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თემის კომენტირებისას.
მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ყოფილა.
მისივე თქმით, ეს მხოლოდ სამართლებრივი საკითხია.
მიხეილ სააკაშვილი კიევში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.