მიხეილ ჯანელიძე - დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელსაც ექნება მხარდაჭერა ყველა ძირითადი ევროპული პარტიის მხრიდან
მიხეილ ჯანელიძე - დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელსაც ექნება მხარდაჭერა ყველა ძირითადი ევროპული პარტიის მხრიდან

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ევროკავშირის პარლამენტი ასევე მიიღებს რეზოლუციას, რომელსაც ექნება მხარდაჭერა ევროკავშირის, ყველა ძირითადი ევროპული პარტიის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე განაცხადა, რომელსაც დღეს კენჭი უნდა ეყაროს.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის. ევროკავშირის პარლამენტში სულ ახლახანს გაკეთებული მოხსენებისთვის, რომელიც ეხებოდა რეზოლუციას სახელწოდებით “რუსეთის შემოჭრა საქართველოში და 10 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ” რეზოლუციის განხილვას, სადაც მკაფიოდ დაფიქსირდა ევროკომისიის ხედვა კონფლიქტთან დაკავშირებით, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ევროკავშირის პარლამენტი ასევე მიიღებს რეზოლუციას, რომელსაც ექნება მხარდაჭერა ევროკავშირის, ყველა ძირითადი ევროპული პარტიის მხრიდან და რომელიც ნათლად ასახავს იმ პრობლემას, რომელიც უკავშირდება საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, დღეს უყრიან კენჭს.  ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტის თანახმად, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.