მიხეილ ჯანელიძე - ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, რასაც გუნდთან კონსულტაციების შემდეგ ვიტყვი
მიხეილ ჯანელიძე - ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, რასაც გუნდთან კონსულტაციების შემდეგ ვიტყვი

მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, თუმცა ამას მხოლოდ გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გავაჟღერებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში განუცხადა.

ჯანელიძეს საკუთარი გადაწყვეტილება არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო.

„სრულად ვიზიარებ იმ განცხადებებს, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ვფიქრობ, მან იმაზე მეტის გაკეთება მოახერხა, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს ბათუმში საერთაშორისო ფორუმი – „საქართველოს ევროპული გზა“ გახსნა. ფორუმს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა.  შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინვე მთავრობისთვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა.

დატოვე კომენტარი