მიხეილ სააკაშვილის დაკავება - ყველა ინფორმაცია ერთად
მიხეილ სააკაშვილის დაკავება - ყველა ინფორმაცია ერთად

კიევში, საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. დაკავებული ამ დროისათვის იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც სპეცრაზმია მობილიზებული. იქვე იმყოფებიან სააკაშვილის მხარდამჭერები.

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისათვის შინაპატიმრობას მოითხოვს.

სააკაშვილი ეჭვმიტანილია იმ დანაშაულების ჩადენაში, რომლითაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლში (თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).