რა ხდება კიევში, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს - ფოტოამბავი
რა ხდება კიევში, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს - ფოტოამბავი

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს. მის დაკავებას ყველა ოფიციალური უწყება ადასტურებს. მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა და მისი დაკავებაც სწორედ იქ მოხდა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მხარდამჭერებმა სპეცდანიშნულების რაზმის მანქანიდან მისი გამოყვანა მოახერხეს. მასზე ძებნა გამოცხადდა.