დაპირისპირება იზოლატორთან, სადაც სააკაშვილია გადაყვანილი - ვიდეო კიევიდან
კიევში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სპეცრაზმელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ინფორმაციით, სპეცრაზმელები აქციის მონაწილეების წრეში მოქცევას ცდილობდნენ, თუმცა მათ უკან დახევა მოუწიათ. სპეცრაზმელებმა ცრელმსადენი გაზი გამოიყენეს. ამ დროისათვის, სპეცრაზმელები უკან იხევენ. მოქალაქეები სპეცრაზმელებს მოუწოდებენ, ნიღბები მოიხსნან.
პირველი არხის კორესპონდენტის ინფორმაციით, მოქალაქეები სპეცრაზმელებისგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაგებას ითხოვენ. ისინი ასევე აპროტესტებენ იმას, რომ სპეცრაზმელებს სპეციალური სანომრე ნიშნები არ აქვთ.
მიხეილ სააკაშვილი კიევში ცოტა ხნის წინ დააკავეს და უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.