უკრაინის გენპროკურორი – სააკაშვილი დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი
უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ადასტურებს.
„ძებნის შესახებ დადგენილების მიხედვით, ნაციონალური პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი ქალაქ კიევის ოტრადნაიას ქუჩაზე და დააკავეს ის. ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. დაგეგმილია საგამოძიებო მოქმედებები და მიმართვა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებისთვის“, – დაწერა იური ლუცენკომ „ფეისბუქში“.