ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო

​მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, რუსლან ჩორნოლუცკის განცხადებით, სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. მისივე თქმით, სააკაშვილმა ბრალდების დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. ადვოკატის თქმით, დაკითხვისას ის ცუდად გახდა.

“მან დალია რამდენიმე ლიტრი წყალი, ოთხჯერ დაგვჭირდა ექიმის გამოძახება, დალია დამამშვიდებლები, ​მაღალი წნევა ჰქონდა – 180-110-ზე“, – განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა.

​რუსლან ჩორნოლუცკის თქმით, მათ პროკურორისგან ვერ მიიღეს ვერანაირი ინფორმაცია, თუ როდის შეეფარდება სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება. ადვოკატის ვარაუდით, ეს ორშაბათს მოხდება.

​ადვოკატი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, სააკაშვილის დაკავებისას პროცესუალურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი.​