სააკაშვილი მეუღლეს სთხოვს, მისი მთავარი სპიკერი გახდეს
სააკაშვილი მეუღლეს სთხოვს, მისი მთავარი სპიკერი გახდეს

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის რუსლან ჩორნოლუცკის განცხადებით, სააკაშვილი მეუღლეს, სანდრა რულოვსს სთხოვს, მისი სპიკერი გახდეს.

„მიხეილ სააკაშვილი სთხოვს მეუღლეს, რომ მისი მთავარი სპიკერი გახდეს და დაიცვას მისი უფლებები და თავისუფლებები. ვფიქრობ, მის მეუღლესთან გავწიოთ მუშაობა და მოვახდინოთ საგამოძიებო იზოლატორში მისი წარმოდგენა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორთან, სადაც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, მეგობრის ბინაში დააკავეს.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.