უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - სააკაშვილი კარლსონის პერსონაჟამდე დაეშვა
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - სააკაშვილი კარლსონის პერსონაჟამდე დაეშვა

​უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ზორიან შკირიაკის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ამორალური საქციელი ფულისადმი სიხარბის გამო ჩაიდინა.

“მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის ოლიგარქ კურჩენკოსგან აიღო თანხა, რომელიც რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხისგანაა მოპარული”, – აცხადებს ზორიან შკირიაკი.

მისივე თქმით, ფული უშუალოდ სააკაშვილს არ აუღია და პირი, ვინც ფული აიღო – დანგაძე, ამ დროისათვის  დაკავებულია.

“სააკაშვილს ეს ფული პირადად არ აუღია, შესაბამისად, მას სხვა მუხლი აქვს წაყენებული და გენპროკურორმაც საქვეყნოდ განაცხადა, რომ მისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებისას გაცილებით მსუბუქ მუხლს მოითხოვს“, – განაცხადა შკირიაკმა.

​მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი უკრაინაში ნულს უდრის და მისი პიროვნება კარლსონის პერსონაჟამდე დაეშვა.