ლევან ბეჟაშვილი - ახლა მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიკავებს უკრაინელი ხალხი
ლევან ბეჟაშვილი - ახლა მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიკავებს უკრაინელი ხალხი

კიევში მიმდინარე მოვლენები პოლიტიკური დევნაა ადამიანისა, რომელიც უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა – ამის შესახებ პირველ არხთან საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

“ოლიგარქიული ხელისუფლება ცდილობს, ნებისმიერი გზით ჩამოაშოროს სააკაშვილი პოლიტიკურ საქმიანობას და ამისთვის ნებისმიერ ბრალდებას მიმართავს, მათ შორის, ისეთ ბრალდებას, როგორიცაა მოსკოვს დაქვემდებარებულ ოლიგარქებთან თანამშრომლობა”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

​ლევან ბეჟაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტი, უახლოეს დღეებში უკრაინულ საზოგადოებაში სერიოზულ გამოძახილს ჰპოვებს.

“მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიკავებს უკრაინელი ხალხი. დარწმუნებული ვარ, მათ მობეზრდათ ის სიტუაცია, რაც სახელმწიფოში არის შექმნილი, ვგულისხმობ, კორუფციას. ვფიქრობ, ამ მხრივ უნდა ველოდოთ მოვლენების განვითარებას. ამ ფაქტს მოჰყვება მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.